EUvsDisinfo ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) ფლაგმანური პროექტია. ის 2015 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტურად ეპასუხა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირზე, მის წევრ და მეზობელ ქვეყნებზე.

EUvsDisinfo-ს ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაზრდა კრემლის დეზინფორმაციულ ოპერაციებთან დაკავშირებით და ასევე, მოქალაქეების დახმარება როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომ მათ შეძლონ ციფრული დეზინფორმაციისა და მედიამანიპულაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.