რა თქვა მან და რას ნიშნავს ეს სინამდვილეში — ვერსია 5: „ინტერვიუ / ისტორიის ლექცია“

18 მაისი, 2024

პუტინმა კრემლში უმასპინძლა Fox News-იდან დათხოვნილ წამყვანს, მემარჯვენე ექსტრემისტ ტაკერ კარლსონს, ორსაათიანი სანახაობისთვის, რომელსაც მავანნი „ინტერვიუს“ უწოდებენ და რომლიდანაც სინამდვილეში პუტინის იმპერიალისტური ოცნებები იფრქვევა.

ამ პროპაგანდისტული სანახაობის (opens in a new tab)თაობაზე გამოწვეული ინტერესი აჩვენებს კრემლის მცდელობას, ფსიქოლოგიურად იმოქმედოს დასავლეთის საზოგადოებებზე, უკრაინის მხარდაჭერის ძირის გამოთხრის მიზნით.

რამე სიახლე გავიგეთ კარლსონისა და პუტინის შოუდან? სინამდვილეში, არაფერი. თითქმის მთელმა სამყარომ იცის, რომ პუტინი შეპყრობილია უკრაინის დამორჩილებისა და რუსეთის იმპერიის დიდების აღდგენის სურვილით. პუტინმა წარმოგვიდგინა 30-წუთიანი ლექცია ისტორია პუტინის პერსპექტივიდან და შემდეგ თავბრუ დაახვია კარლსონს, განხილვის გარეშე.

ჩვენ წარმოგიდგენთ პუტინის ნაამბობის რეზიუმეს.

რა თქვა მან რას ნიშნავს ეს სინამდვილეში
„სინამდვილეში, სიტყვა „უკრაინელი“ ნიშნავს პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ“ ჩემთვის მიუღებელია ყველა მოსაზრება, რომ უკრაინას აქვს ეროვნული დამოუკიდებლობის უფლება
„რუსეთმა დაიბრუნა მისი ყველა ისტორიული ტერიტორია, მათ შორის, სამხრეთსა და დასავლეთში“. ჩვენ გავაფართოვეთ კოლონიური იმპერია დაპყრობისა და ჩაგვრის გზით
„ჰიტლერმა შესთავაზა პოლონეთს მშვიდობა და მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება“ არ მრცხვენია, გავამართლო მსოფლიოს ისტორიის ყველაზე საშინელი დიქტატორი
„მე-2 მსოფლიო ომის წინ პოლონეთი თანამშრომლობდა ჰიტლერთან“ შენ ხარ ნაცისტი, თუ მე ვამბობ, რომ ნაცისტი ხარ
„პოლონეთი საკმაოდ შორს წავიდა და ჰიტლერს უბიძგა, დაეწყო მე-2 მსოფლიო ომი მასზე თავდასხმით“ მე უხეშად შემოვაბრუნებ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის რეალურ განზრახვას ევროპის გაყოფის თაობაზე
„სსრკ ძალიან პატიოსნად მოიქცა“ ჩვენ მუდამ ვიტყუებოდით
„ლენინმა, საბჭოთა კავშირის შემქმნელმა, დააარსა უკრაინა“ მე გადავწერ ისტორიას და უარვყოფ უკრაინის, როგორც ქვეყნის, მრავალსაუკუნოვან ისტორიას
„NATO-მ პირობა დადო, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა“ დასავლეთმა მიბიძგა თავდასხმისკენ, რუსეთი უდანაშაულოა
„შეერთებული შტატები მხარს არ უნდა უჭერდეს სეპარატიზმსა და ტერორიზმს ჩრდილოეთ კავკასიაში“ თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება, თუ ეს ტერიტორიები თქვენგან შორს არის
„შეიარაღებულმა ოპოზიციამ მოაწყო გადატრიალება კიევში“ ყოველთვის სხვა ვინმეა დამნაშავე, როცა რუსეთი აგრესიას მიმართავს
„ისინი დაემუქრნენ ყირიმს, რომელიც ჩვენს მფარველობაში უნდა მიგვეღო“ მე ბრალს ვდებ წარმოსახვით მტრებს, რათა გავამართლო ტერიტორიების უკანონო და სამარცხვინო მიტაცება
„მათ დონბასში დაიწყეს ომი 2014 წელს“ კიდევ ერთხელ, მე ბრალს ვდებ სხვას რუსეთის დანაშაულებზე დონბასში
„მე თითსაც არ გავანძრევდი, მაიდანი სისხლიანი სცენარით რომ არ განვითარებულიყო“ მჯერა, რომ რუსეთი თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდია, რომელიც სამოთხიდან გამოგზავნეს დასავლელების დასახსნელად
„ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით NATO-ს გაფართოებას და უფრო მეტიც, არასდროს ვეთანხმებოდით უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას“ არ მესმის, სუვერენულმა ქვეყნებმა როგორ შეიძლება მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით
„უკრაინის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არ შეასრულებდა მინსკის ხელშეკრულებას“ ვცდილობ, ვდისტანცირდე საკუთრივ რუსეთის მიერ ხელშეკრულებების დარღვევისგან და კიდევ ერთი ხელოვნური საბაბი მოვიგონო აგრესიის გასამართლებლად
„არა, ჩვენი მიზნებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია“ ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის დახოცვას, გაუპატიურებას და უკრაინული მიწის გავერანებას, სანამ ვინმე შეგვაჩერებს
„ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარი კიევიდან“ ნუ გამახსენებთ, როგორ ვტრაბახობდით, რომ ყველაფერს სამ დღეში დავასრულებდით
„უკრაინამ დააშენა თავისი იდენტობა ვიღაც ყალბ გმირებს, რომლებიც ჰიტლერს ეთანამშრომლებოდნენ“ მე ყველაფერს ვიტყვი და გავაკეთებ უკრაინის დემონიზებისა და უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის სისასტიკის გასამართლებლად
„კიევი დასავლეთის, ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ინსტრუქციას დაჰყვა, ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ბოლომდე“ მე უარვყოფ იდეას სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის შესახებ, რომელიც თავად იბრძვის
„თუ მართლა გსურთ ომის დასრულება, იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოთ. რამდენიმე კვირაში დასრულდება“ არ შეგვეწინააღმდეგოთ უკრაინის მიწასთან გასწორებაში
„NATO ცდილობს თავისი მოსახლეობის დაშინებას წარმოსახვითი რუსული საფრთხით“ ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რუსეთი ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ დაემუქრა და თავს დაესხა თითქმის თავის ყველა მეზობელს
„რადგან ჩვენ არ გვაინტერესებს პოლონეთი, ლატვია ან რამე სხვა“ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმპერიალისტური ინტერესები პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში
„შეერთებული შტატები აკონტროლებს მსოფლიოს და ბევრ ევროპულ მედიას“ გჯეროდეთ შეთქმულების თეორიების და ნუ იფიქრებთ რუსეთის პროპაგანდის მასობრივ, მრავალმილიარდიან მანქანაზე
„რუსეთის წინააღმდეგ გატარდა სავსებით გაუმართლებელი წნეხის პოლიტიკა“ ისევ მსხვერპლის როლის მორგების დროა
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე“ ჩვენ უკრაინას არ ვცნობთ დამოუკიდებლად იმდენად, რომ ველაპარაკოთ
„ყველას ჰქონდა ილუზია, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შესაძლებელია“ გეშინოდეთ ჩვენი ატომური შეიარაღების
„რუსეთის სახელმწიფო უწყებები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდა იმ ხალხთა კულტურასა და რელიგიას, რომლებიც რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ“ ჩვენ სისტემატურად ვავიწროებდით და ვარუსებდით ერებს და კულტურებს, რომლებსაც რუსეთი იპყრობდა და იერთებდა
„ჩვენ არავის დავესხმებით თავს“. ისევე, როგორც — უკრაინას 2022 წლის თებერვალში
„კეთილი ნება უამრავჯერ გამოვხატეთ“ თუ ჩვენ თავს დაგესხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ
„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“

 

ჩვენ არაფერს დავთანხმდებით გარდა უპირობო კაპიტულაციისა
„ჩვენ ისევ ერთიანი ვართ“ ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ტვინების გამორეცხვასა და გარუსებას

გრაფიკული მასალა იხილეთ ამ პლატფორმებზეც: Facebook(opens in a new tab) , X / (twitter)(opens in a new tab)LinkedIn(opens in a new tab)Threads (opens in a new tab)და Instagram

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.