საქართველო: ბრძოლისუნარიანობის რეალური მაგალითები

15 მაისი, 2024

2023 წლის მარტში და შემდეგ ხელახლა 2024 წლის აპრილში, როცა თბილისის ქუჩები პროტესტმა მოიცვა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონ-პროექტის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამჭვირვალობის კანონი დაარქვეს და რომელმაც მალევე აიკრა რუსული კანონის იარლიყი, რუსული პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული მანქანის პასუხი მოსალოდნელზე სწრაფი იყო: დასავლეთი ცდილობს არეულობის წაქეზებას და „ფერადი რევოლუციის“ გამოწვევას საქართველოში, როგორც ეს უკრაინაში გამოიწვიეს 2014 წელს.

პრო-კრემლისტური ხმა ამტკიცებს, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ახალი კანონი შეეხება, დასავლეთის სქემის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოში მმართველი რეჟიმის შესაცვლელად. ამ დეზინფორმაციის მიხედვით, ეს ადგილობრივი აქტივისტები იყენებენ დასავლურ ფულს რევოლუციის მოსახდენად. ისინი იყენებდნენ ჰოლივუდის სცენარს მთავრობის გადასაყენებლად და ანტი-რუსული ისტერიის გამოწვევას იმის მტკიცებით, რომ უცხო ქვეყნის აგენტების კანონი შთაგონებულია რუსული კანონმდებლობით.

ორმაგი სტანდარტები?

კანონ-პროექტის წინააღმდეგ აღძრული უკმაყოფილების და ევროკავშირის გზიდან ქვეყნის გადახვევის მცდელობაში მხილების საპირწონედ „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ კანონს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან. მათი განცხადებით, მსგავსი კანონი მზადდება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში და კანადაში, ხოლო აშშ-ში უკვე მოქმედებს FARA.

„ხალხს არწმუნებენ, რომ ეს კანონ-პროექტი მიმართულია ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და რომ საქართველო, ამ კანონის მიღებით, ვერ შეუერთდება ევროპის კავშირს“, — ამბობს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“(opens in a new tab). „ეს სრული ნონსენსია. გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება ორი მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებაა და ეს კანონ-პროექტიც ამას ემსახურება“.

თუმცა, გასულ თვეში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გამოაქვეყნეს გამაფრთხილებელი განცხადება(opens in a new tab), რომელშიც ვკითხულობთ: „ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუძემდებლურ ნორმებსა და ღირებულებებს და მისი საბოლოოდ მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“. შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა კანონის საპარლამენტო პროცედურებიდან გამოწვევა.

ამან, სანაცვლოდ, გამოიწვია ორმაგ სტანდარტებში დადანაშაულება(opens in a new tab). „ზეწოლას ახდენენ ჩვენზე, რომ არ მივიღოთ იგივე კანონი, რომელიც თავად ევროპის კავშირს აქვს ინიციირებული“, — ამბობს ერთ-ერთი კანონმდებელი. პარლამენტის წევრი ევროკავშირის მოწოდებას კანონის გამოხმობის შესახებ(opens in a new tab) ამბობს, რომ „ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი გამოვლინება მიუღებელია ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გათვალისწინებით“.

სინამდვილეში, „ორმაგი სტანდარტი“ არ არსებობს, რადგან „უცხო ქვეყნის აგენტების“ ქართული კანონისგან განსხვავებით ევროკავშირის დირექტივა ინტერესების გამტარის გამჭვირვალობის(opens in a new tab) შესახებ ხელს უწყობს დეზინფორმაციისა და უცხოური ძალების ჩარევის მცდელობების გამოვლენას, პირველ რიგში, არადემოკრატიული ქვეყნების მხრიდან; ის არ ახდენს შერჩეული სუბიექტების სტიგმატიზებას ან დისკრიმინაციას უცხოური თანხების მიღების გამო, არამედ განიხილავს მათ, როგორც ლობისტური საქმიანობის განმახორციელებელს.

„ორმაგ სტანდარტებში“ დადანაშაულება უშუალოდ კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან არის აღებული. წარსულში ეს მეთოდი გამოყენებული იყო ყირიმის უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციისთვის, ასევე, ევროკავშირის დასადანაშაულებლად რუსი ჟურნალისტების მიმართ ცუდად მოპყრობაში ან კრემლის მიერ ატომური იარაღით მუქარაში. ნუ მოტყუვდებით ამგვარი მანიპულაციური ტაქტიკით. ამის მიზანია აუდიტორიის ყურადღების გადატანა ლეგიტიმური საფრთხეებიდან.

„საქართველოს ომში ჩათრევის შეთქმულება“

პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობენ ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას უსაფუძვლო ბრალდებებით. ერთ-ერთი მედიასაშუალების ნააზრევი(opens in a new tab): „თუ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს, ის ვერ შეძლებს დესტაბილიზაციის, ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილების და შემდეგ კი უკრაინის მიმდინარე ომში ჩათრევის თავიდან არიდებას“. ამგვარი კონსპირაციული ბრალდებები წარმოადგენს პრო-კრემლისტური ნარატივის ნაწილს, რომელიც ბრალს დებს დასავლეთ რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანისთვის და სარგებლობს ხალხში ომის შიშის გაღვივებით.

ამგვარი აპოკალიფსური სცენარები საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებად მოქმედებს. ცხადია, ქართველი ხალხი კარგად ხვდება რუსული სტილის კანონის საფრთხეებს, კერძოდ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკულ დამკვირვებელთა ჩახშობის შესაძლებლობას, რასაც ათობით ათასი(opens in a new tab) ადამიანი ქუჩაში პროტესტით უპასუხებს.

ნარატივი, რომ „კოლექტიურ დასავლეთს“ — ევროკავშირს, NATO-ს, აშშ-ს, „ანგლო-საქსებს“ ან უკრაინას სურს რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა, არ არის ახალი. დასავლეთის ჩარევაში უსაფუძვლო ბრალდებებისსაქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევისა და საქართველოს სუვერენიტეტის მორღვევის უსაფუძვლო განცხადებები გამოჩნდა 2023 წლის გაზაფხულზეც, როცა ზემოაღნიშნული კანონის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტი პირველად ცდილობდა. სინამდვილეში, პრო-კრემლისტური მედიასაშუალებები ავრცელებს ამგვარ ნარატივს, რომ „დასავლეთი ხელს უწყობს „ფერად რევოლუციებს“ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რათა ალყაში მოაქციონ მოსკოვი.

საკამათო კანონი

პროტესტანტები, ისევე, როგორც სხვა კრიტიკოსები, აღნიშნავენ, რომ ქართული კანონი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის 2012 წლის კანონის ასლს(opens in a new tab) და გამოყენებული იქნა განსხვავებული აზრის ჩასახშობად(opens in a new tab) და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის რეპრესიებისთვის, შეიძლება გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად(opens in a new tab). კანონმა შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს(opens in a new tab) დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველომ უნდა გაატაროს ევროპის კავშირში გაწევრიანების მიზნით.

2023 წელსაც მიმდინარეობდა მსგავსი პროტესტი კანონის გაწვევის(opens in a new tab) მოთხოვნით. ახლა კი ეს კანონი ხელახლა დაინიციირდა(opens in a new tab) საქართველოს მთავრობის მიერ, რამა კვლავ გამოიწვია პროტესტის მიმდინარე ტალღა(opens in a new tab).

კანონი ძალიან არაპოპულარულია(opens in a new tab) საქართველოს მოქალაქეების უმეტესობაში და ამჯერად პროტესტს ზურგს უმაგრებს(opens in a new tab) ქართული ოპოზიციური პარტიების კოალიცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები და მედია. სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ათი ათასობით მოქალაქე, მათ შორის, უამრავი ახალგაზრდა, სტაბილურად აპროტესტებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რასაც პოლიციის მხრიდან ძალადობას(opens in a new tab) უპირისპირებენ.

პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალადობამ დაშინების ფორმაც მიიღო. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს დაშინების მიზანმიმართული კამპანია, კერძოდ, ორგანიზაციების ოფისები ააჭრელეს ცილისმწამებელი პოსტერებით(opens in a new tab), რომლებშიც ისინი მოხსენიებული არიან უცხო ქვეყნის აგენტებად(opens in a new tab). საქართველოს უამრავმა მოქალაქემ მიიღო მუქარის ზარები გაურკვეველი ნომრებიდან, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და უცხოეთში. საპროტესტო აქციებზე დაშინების ბოლოს გამოყენებულ მეთოდებს შორისაა პოლიციის დაჯგუფებების მიერ ადამიანთა მათ ჯგუფში შეთრევა და ცემა.

მედგრად დაშინების წინააღმდეგ

ქართველი ხალხის ბრძოლისუნარიანობის დასტურია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ უშინდება პრო-კრემლისტურ პროპაგანდას, რომელიც პროტესტის მუხტის მინავლების მცდელობას წარმოადგენს. სწორედ ასე გამოიყურება დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურ ქმედებებში.

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.