ანალიზიდან კოლექტიურ პასუხზე გადასვლის დროა

29 იანვარი, 2024

EEAS-ის ბოლო ანგარიში უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის შესახებ აღწერს, როგორ სისტემატურად უთხრის ძირს დემოკრატიებს უცხო ქვეყნის ძალები. ეს მხოლოდ ფაქტებზე შეტევა არ არის, არამედ სტრატეგიული დარტყმაა ჩვენს ინსტიტუტებსა და სოციალურ ქსოვილზე, რისთვისაც გამოიყენება ყველა გზა — არჩევნები, გლობალური კრიზისები თუ გავლენიანი ფიგურები.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გამოაქვეყნა მეორე ანგარიში უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) საფრთხეების შესახებ. წაიკითხეთ ანგარიში სრულად აქ(opens in a new tab).

ბოლო ანგარიში დაწვრილებით აღწერს უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის 750-ზე მეტ შემთხვევას, ხატავს რა ფართო სურათს, მანიპულაციისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართული კამპანიების ჭრილში. ეს მეორე გამოცემა შექმნილია წინა ანგარიშის კონცეპტუალურ ჩარჩოზე დაყრდნობით და მასში დამატებულია ანალიზისა და ერთიანი რეაგირების ნაბიჯები.

ანგარიშში აღწერილია ამ შეტევების მასშტაბი; თავდასხმა მოხდა სულ 149 ორგანიზაციაზე, მათ შორის, გავლენიან მედიასა და 59 პირზე, როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. შედეგად ვაწყდებით სამიზნე ობიექტების საგანგაშო ზრდას სახელმწიფო ფიგურებსა და მოწყვლად საზოგადოებებში.

რუსეთი, ცხადია, თუმცა სხვებიც არიან

ანგარიშში ხაზგასმულია უცხოური ძალების მიერ ორკესტრირებული უმოწყალო, სისტემატური, სტრატეგიული და ფრთხილი მცდელობები, დაამახინჯონ რეალობა, გამოიწვიონ ქაოსი და წაახალისონ სამოქალაქო დაპირისპირებები. აღნიშნული საფრთხეები უწყვეტად აგრძელებს მათი გავლენისა და ჩარევის კამპანიებს ჩვენი საზოგადოებებისა და ინტერესების წინააღმდეგ.

ეს მხოლოდ მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელება არ არის; ისინი თანამედროვე მეთოდებით აწარმოებენ ომს ფაქტებისა და სიმართლის წინააღმდეგ, ესწრაფვიან ერთიანობის შერყევას, შიშის დათესვას და სიძულვილის გავრცელებას, ამასთან, ძირს უთხრიან ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებებისა და ინსტიტუტების საფუძვლებს.

ამ სივრცეში, საფრთხის ყველაზე ნათელი აქტორი რუსეთია — იმ ყველაფერთან ერთად, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლებით ცდილობს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საფრთხეს და მის „ტყუილების ქარხანას(opens in a new tab)“ და პრო-კრემლისტური მანიპულაციების შესახებ უკვე ცხრა წელია, საზოგადოებას ვაცნობთ.

თუმცა, ამავე საქმეში ჩართულია სხვა აქტორიც, მაგალითად, ჩინეთი, რომელიც არაერთხელ მოხვდა EUvsDisinfo-ს ანგარიშებში და რომელიც, ასევე, ეწევა საერთაშორისო მანიპულაციას.

რუსეთის ხელი ესპანეთის არჩევნებში

ევროპული არჩევნები მხოლოდ ახლა იწყება, 2024 წლის ივნისში. რუსეთის მიერ პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული ეკოსისტემის გავრცელების მაგალითია ესპანეთის 2023 წლის არჩევნებში ჩარევა.

ამ შემთხვევაში, რუსეთის მთავრობის Telegram ანგარიში თავიდანვე პოპულარიზაციას უწევდა არხებს, რომლებიც შემდეგ დეზინფორმაციულ აქტივობებში მონაწილეობდა. პრო-რუსი ჰაკერების აქტივისტთა ქსელმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებმაც თითქოს ესპანური და ევროპული ვებსაიტებიდან გაჟონა, ამ საზოგადოებებში ნდობის ძირის გამოთხრის ტაქტიკის შესახებ.

არჩევნების დროს, დაბნეულობის გამოწვევის მიზნით, ცირკულირებდა შეცდომაში შემყვანი შინაარსი, მათ შორის, ყალბი ბიულეტენებისა და ტერორისტულ აქტზე ცრუ განგაშის თაობაზე. არჩევნების შემდეგ, სანქცირებული RT-ს იდენტურ YouTube ანგარიშზე ესპანეთში ამტკიცებდნენ, რომ ესპანეთის პოლიტიკურ მიმართულებას აკონტროლებდა გარე ძალა, მაგალითად, ევროკავშირი, NATO და ცალკეული ქვეყნები. ეს „დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივის კიდევ ერთი მაგალითია, რომელსაც პრო-კრემლისტური მანიპულატორები ავრცელებენ.

უკრაინა უპირველესი სამიზნეა, მაგრამ არავინაა ხელშეუხებელი

ანგარიშის მიგნებები დაფუძნებულია ანალიზზე, რომელიც მოიცავს 2022 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოკვლეულ, უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის, 750-ზე მეტ შემთხვევას. აღნიშნული შემთხვევები შეგროვებულია EEAS-ის მიერ და გაანალიზებულია იმ მეთოდოლოგიით, რომელიც აღწერილია EEAS-ის პირველ ანგარიშში FIMI საფრთხეების თაობაზე.

გასული წლის ანგარიშის მსგავსად, უკრაინა, მისი სტაბილურობა და უსაფრთხოება, რჩება უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის მთავარ სამიზნედ, რაზედაც დოკუმენტირებულია 160 ცალკეული შემთხვევა. ეს მიგნება გამყარებულია EUvsDisinfo-ს დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზით, რომელშიც ამჟამად დეზინფორმაციის უკრაინასთან დაკავშირებული 7 000-ზე მეტი შემთხვევაა.

მიუხედავად ამისა, ხელშეუხებელი არავინაა და საფრთხის აქტორები თავს ესხმიან სამიზნეებს მთელ მსოფლიოში. 149 სხვადასხვა ორგანიზაცია ჯამში 300-ჯერ გახდა ამის მსხვერპლი. მსხვერპლთა შორისაა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, NATO, ცნობილი მედია გამოცემები, როგორებიცაა Reuters და The New York Times, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ა.შ.

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილია დამატებითი მასალები იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე; კერძოდ, მონაცემთა ბაზაში NATO-სთან დაკავშირებული 3 300, ხოლო ევროკავშირთან დაკავშირებული 3 100-ზე მეტი შემთხვევაა.

სახელმწიფო ლიდერებისა და მოწყვლადი საზოგადოებების მიზანში ამოღება

თავდასხმები განხორციელდა 59 პირზეც, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნის ლიდერსა თუ უცხო ქვეყნის ლიდერზე, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკიზე. პრეზიდენტი ზელენსკი იდენტიფიცირებულია მთავარ სამიზნედ EUvsDisinfo-ს სტატიებშიც, მათ შორის ამ სტატიაში და ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომელშიც დეზინფორმაციის 300-ზე მეტი შემთხვევაა მასთან დაკავშირებით.

გასულ წელს ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით და ანტი-LGBTIQ+ თავდასხმებს, რაც შემაშფოთებელ ტენდენციას აჩვენებს დაუცველი ჯგუფებისა და საზოგადოებების მიმართ. აღნიშნული საკითხი დოკუმენტირებულია EEAS-ის ბოლო ანგარიშში „FIMI-ს სამიზნე LGBTIQ+ ხალხია: კარგად ინფორმირებული ანალიზი ადამიანთა უფლებებისა და მრავალფეროვნების დასაცავად(opens in a new tab)“ და EUvsDisinfo-ს სტატიებში, როგორებიცაა ეს სტატია და ბოლოხანს გამოქვეყნებული ვიდეო(opens in a new tab) ამავე საკითხზე.

სპეკულაციები ცნობილ ადამიანებთან და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით

FIMI-ში ჩართული იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, მათ შორის, მსახიობი მარგო რობი, რომლის ხმა, განცხადებები და სახე გამოიყენებოდა FIMI-ში, რათა მას ახალ და უფრო ფართო აუდიტორიებამდე მიეღწია.

გასაკვირი არაა, რომ საფრთხის წყაროები იყენებენ ისეთ მოვლენებს, რომლებიც საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ხვდება. გამოკვლეულ შემთხვევათა მეხუთედში, საფრთხის აქტორები ოპორტუნისტულად სპეკულირებენ არჩევნების, სამიტებისა და სხვა მაღალი პროფილის ღონისძიებებზე, რათა გაავრცელონ მანიპულაციური ნარატივები.

პლატფორმებს შორის კოორდინაციის გამოაშკარავება

პლატფორმებს შორის კოორდინაცია უკვე კარგად ცნობილი მეთოდია, რომელიც FIMI-ს შემთხვევების გამოძიებამ აჩვენა.

ეს ტაქტიკა გამოიყენება გზავნილის უფრო ეფექტურად გასავრცელებლად და ყალბი შთაბეჭდილების შესაქმნელად განხილვისა და ინტერესის ობიექტის მიმართ. პროცესი, ჩვეულებრივ, მოიცავს ერთი პლატფორმის მიერ საკითხის „ჩანერგვას“, რომელსაც დაკავშირებული პლატფორმები აძლიერებენ დისკუსიების მეშვეობით. ამგვარად ხდება თავდაპირველი წყაროს გაბუნდოვნება და აღნიშნული თემა უფრო დამაჯერებლად და მისაღებად გამოიყურება.

კრემლის მიერ პლატფორმათა შორის კოორდინაციის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი განხილულია EUvsDisinfo-ს ამ ნაწილში, რომელიც ფარავს უკრაინელი ბავშვების შესახებ სიცრუის გამავრცელებელ პრო-კრემლისტურ ეკოსისტემას.

ანგარიშის თანახმად, 4 000-ზე მეტი არხი იყო დაკავშირებული FIMI-ს ცნობილ აქტორთან, რომლებმაც 9 800-ჯერ იაქტიურა 750 გამოძიებულ შემთხვევაში. არხები, ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ვებსაიტები ან სოციალური მედიის პროფილები, ჯგუფები და გვერდები. ამ საქმეებში ყველაზე ხშირად ჩართული პლატფორმები იყო Telegram და X (ყოფილი Twitter). თუმცა FIMI აქტივობები შემჩნეულია ყველა დიდ, ახალ თუ ნიშურ ვირტუალურ პლატფორმაზე.

საზოგადოებას დრო სჭირდება FIMI-ზე რეაგირებისთვის

ყოველ ჩვენგანს, პოლიტიკის განმსაზღვრელსა თუ ტექნოლოგიურ გიგანტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, ჩვენი როლი გვაკისრია საზოგადოებებისთვის სამართლიანი ინფორმაციის მიწოდებაში, რაც ძირეული ფუნქციებისთვის, მაგალითად, დემოკრატიული არჩევნებისთვის, გადამწყვეტია. EEAS-ის ბოლო ანგარიში FIMI საფრთხეებზე ადგენს გზას თავდაცვის ფრაგმენტირებული მცდელობებიდან ქსელურ და საერთო რეაგირებაზე გადასვლის თაობაზე.

ანგარიში მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს, რომელიც ჩართულია ინფორმაციის გამოყენებაში თუ რეაგირებაში. ამის მხარდაჭერა შესაძლებელია ანალიზისა და მიმოხილვების უფრო ეფექტურად დაკავშირებით, რათა რეაგირება უფრო დროული იყოს. ანგარიშებში ასევე გამოყოფილია ყველა იმ დაინტერესებული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლებიც ფლობენ ძირითად ინსტრუმენტებს, უპასუხონ უცხოური ინფორმაციით მანიპულაციას.

ჩვენ, EUvsDisinfo, ჩვენი კოლეგები EEAS-ში და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები ამ საერთო რეაგირების ნაწილი ვართ და ვაგრძელებთ ინფორმაციის სამართლიანობისთვის მოქმედებას სხვადასხვა გზებით. ეს გზები, მათ შორის, მოიცავს FIMI-სა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას; საფრთხის აქტორებისა და მათი მეთოდების გამოაშკარავებას; პარტნიორების დახმარებას გაძლიერებაში; ინფორმაციის, ინსტრუმენტებისა და საუკეთესო მეთოდების გაზიარებას; და ქსელურად დაცვას რეაგირების ფარგლებში.

EEAS-ის მეორე ანგარიში უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის შესახებ ხელმისაწვდომია წასაკითხად და ჩამოსატვირთად აქ(opens in a new tab).

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.