დამახსოვრება რთულია, მაგრამ სასარგებლოა სახელების წაკითხვა 29 და 30 ოქტომბერს (განახლდა 2022 წლის ოქტომბერში)

29 ოქტომბერი, 2023

გასულ წელს, 2021 წლის ოქტომბერში გამოვაქვეყნეთ სტატია 30 ოქტომბრის, რუსეთში რეპრესიების მსხვერპლთა მოგონების დღის შესახებ. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც, პირველ რიგში: — რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა უკრაინაში; — რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა მემორიალის განადგურება(opens in a new tab); (იხილეთ ჩვენი ინტერვიუ აქ). დაბოლოს, — ორგანიზაცია „მემორიალი“ გახდა ნობელის მშვიდობის პრიზის 2022 წლის(opens in a new tab) სამიდან ერთ-ერთი(opens in a new tab) ლაურეატი. მოტივაცია:

„მშვიდობის პრემიის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ სამშობლოში. ისინი მრავალი წლის მანძილზე აკრიტიკებდნენ მთავრობას და იცავდნენ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს. მათ უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების, ადამიანთა უფლებების დარღვევებისა და ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენების შემთხვევების დოკუმენტირებისთვის. ერთად ისინი წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.

საფრთხეები მიმდინარე წელს

გასულ წელს რთული იყო რეპრესიების მსხვერპლთა მოგონება და მათთვის პატივის მიგება, წელს კი ეს საშიშიც კი გახდა. ამის მიზეზია რუსეთის მთავრობის მხრიდან განხორციელებული რეპრესიული ქმედებები, კერძოდ, პოლიციის გაცხოველებული აგრესია აქციებისა და საზოგადოებრივი შეკრებების საპასუხოდ. საინფორმაციო ველზე სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი აქტორები აწყდებიან ცილისწამების კამპანიებს, რომლებიც მიმართულია მათი რეპუტაციის შელახვისკენ, კერძოდ, მათ მოიხსენიებენ „მე-5 კოლონად“ ან „ხალხის მტრებად“, რომლებიც, პუტინის თქმით, უნდა „გაქრნენ, როგორც ბუზები“.

ხსოვნის შენარჩუნება

30 ოქტომბერი რომ არ „მიეცეს დავიწყებას“, უნდა მოიგონოთ მსხვერპლები, რისთვისაც შეგიძლიათ, ინტერნეტში გაეცნოთ პირად ისტორიებს — აქ(opens in a new tab).

2021 წლის ოქტომბერი:

30 ოქტომბრამდე, რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მოგონების დღის წინ, EUvsDisinfo ესაუბრა ალექსანდრა პოლივანოვას, არასამთავრობო ორგანიზაციის „NGO Memorial International“-ის საბჭოს წევრს. ის მოსკოვში ცხოვრობს და დიდი ხანია „Memorial“-ში მუშაობს.

1991 წელს 30 ოქტომბერი მთავრობის გადაწყვეტილებით ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „Memorial(opens in a new tab)“, რომელშიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ანდრეი სახაროვი(opens in a new tab), მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ცენტრალური ფიგურა იყო რეპრესიების დოკუმენტირებისა და მათი მსხვერპლებისთვის პატივის მიგების საქმეში. რუსეთში უამრავი საზოგადოება მათ შემოწირულებებით(opens in a new tab), მოხალისეობრივი სამსახურითა და სხვა სახით ეხმარებიან.

ბოლო წლებში, „Memorial“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები განიცდიან წნეხს, კერძოთ, მათ რუსული სამთავრობო უწყებები „უცხოური გავლენის აგენტობაში“ ადანაშაულებენ(opens in a new tab) ყალბი სასამართლოებითა და დეზინფორმაციით(opens in a new tab), რასაც მოჰყვება შეტევა(opens in a new tab) „Memorial“-ის მოსკოვის ოფისზე. კიდევ ერთი მაგალითია დევნა და განაჩენი დამოუკიდებელი მკვლევრის, იური დმიტრიევის(opens in a new tab) წინააღმდეგ, რომელმაც მეხსიერებაში დააბრუნა ანონიმური მსხვერპლების სახელები: სასამართლო განაჩენი, რომელიც ევროკავშირმაც გააკრიტიკა(opens in a new tab), მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

შეტევა „Memorial“-ზე — შეტევა ხსოვნაზე

როგორც ალექსანდრა პოლივანოვა ამბობს: „Memorial“ წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების მიმართ რუსეთის მთავრობის წარმოებულ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამჟამინდელ მთავრობას ყველაზე მეტად მისი მოქალაქეების — კერძოდ, მათი იმპულსების, შეხედულებების, საარჩევნო გადაწყვეტილებებისა და შესაძლოა მოქმედებების ეშინია“.

როცა გზავნილის დადუმება არ შეგიძლია, მის გამავრცელებელს, „Memorial“-ს, ებრძვი. „Memorial“ აპროტესტებს „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყს(opens in a new tab). ალექსანდრა პოლივანოვა: „Memorial“ ნამდვილად არ არის რაიმე სახის აგენტი. ჩვენი რუსული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვმუშაობთ, რომლისაც მთავრობას ეშინია.“ მას სწამს, რომ კანონმდებლობა ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხო. „ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა, დახურულიყო. მათთვის, რომლებიც გადარჩა, საქმიანობა ძალიან გართულდა, მათ შორის, დამატებითი ბიუროკრატიის გამო. უფრო მეტიც, ძალიან გართულდა საზოგადოებასთან მუშაობაც. „Memorial“ საჯარო ორგანიზაციაა. ჩვენ ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაციები გვყავს — სკოლები, მუზეუმები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები და ა.შ., რომელთათვისაც თითქმის აკრძალულია ჩვენთან თანამშრომლობა. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოქმედ კანონმდებლობას საშინელი გავლენა აქვს ხალხზე, საზოგადოებასა და საზოგადოებაში ნდობისა და თავდაჯერებულობის ატმოსფეროს. ხალხს, უბრალოდ, ეშინია ყველაფრის, რაც მთავრობის მიერ ნებადართული არ არის. ბევრმა არ იცის, ვის ენდოს, ერთმანეთსაც კი არ ენდობიან. მათ კრიტიკულ აზროვნებაზეც უარი თქვეს“.

„Memorial“-ის მთავარ ოფისზე შეტევა(opens in a new tab) მოსკოვში 14 ოქტომბერს მოხდა ფილმ(opens in a new tab) „ბატონი ჯონსის“ ჩვენებისას, რომელიც ეძღვნება ჰოლოდომორს, მასობრივ შიმშილს უკრაინაში, რომელსაც ფერმების იძულებითი კოლექტივიზაცია მოჰყვა სტალინის მხრიდან. პოლიციის რეაგირება უცნაური იყო(opens in a new tab): ის არ იყო თავდამსხმელების დაკავებაზე ორიენტირებული და რეპუტაციაშელახული არხი NTV-ც მალე გამოჩნდა, არამედ პოლიციამ გაჩხრიკა „Memorial“-ის ახლომდებარე ოფისები და დაადგინა დამსწრე აუდიტორიის ვინაობა.

სტალინის მზარდი პოპულარობა

ყველა ამ მოვლენას ფონად სდევს სტალინის სისტემის(opens in a new tab) პოპულარობის ზრდა რუსეთის ყველა ძირითად კულტურულ ინსტიტუტსა თუ მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაში.

სტალინის ტერორმა და რეპრესიებმა შედეგად მოიტანა მილიონობით ადამიანის სიკვდილი და ტანჯვა. ვერცერთი რუსული ოჯახი ვერ გადაურჩა დიქტატორის სასტიკ რეჟიმს. თუმცა დაუჯერებელია, რომ ამ ყველაფრის ფონზე დიქტატორის პოპულარობა გაიზარდა, რაც დასტურდება რეგულარული გამოკითხვების(opens in a new tab) შედეგად: 2021 წლის მაისში 56% მიიჩნევდა მას დიდებულ ლიდერად, რაც ორჯერ მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

სტალინის ახლებურად აღქმის ჩამოყალიბება

ადამიანის აღქმა, როგორც ყოველთვის, რთულია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა გავლენების გამო. სტალინის დანაშაულების დოკუმენტირება ხრუშჩოვის „საიდუმლო სიტყვით“(opens in a new tab) დაიწყო 1956 წელს, მაგრამ მისი ხსოვნა თანდათან ქრება. სტალინის რეჟიმს გადარჩენილი რამდენიმე ადამიანი ჰყვება, თუ როგორ მუშაობდა პრაქტიკაში და ადამიანის დეგრადაციას იწვევდა რეპრესიები, დაკავებები, აბსურდული დაკითხვები, წამება, დაპატიმრებები, სამუშაო ბანაკები.

პირველწყაროს მახსოვრობის ნაცვლად საზოგადოებრივ სივრცეს 1930-იანი და 1940-იანი წლების შესახებ ფილმები, ტელეშოუები, ხელოვნების ნიმუშები და გრანდიოზული გამოფენები იპყრობს. ბოლო ათ წელიწადში სტალინი აღქმულია მზარდად(opens in a new tab) მნიშვნელოვანი, ძლიერი ლიდერი, რომელიც ასოცირდება სტაბილურობასა სსრკ-ის მძლავრ პოზიციებთან, დიდ სამამულო ომში (მე-2 მსოფლიო ომი) გამარჯვებასთან.

რამდენად შორს წავიდა რუსეთი ბოლო დეკადის განმავლობაში, ორ მცირე მაგალითშია გამოსახული: 2009 წელს გაიმართა საჯარო დებატი იმაზე, უნდა განთავსებულიყო თუ არა მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურში სტალინის საქებარი ფრაზა(opens in a new tab) — ციტატა ჰიმნიდან. შედეგი: არა, დაუშვებელია. 2015 წელს, ექვსი წლის შემდეგ, სტალინმა დაიკავა ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო სივრცის, მანეჟის(opens in a new tab), დარბაზი, კრემლის გამოფენის გვერდით სათაურით „ჩემი ისტორია 1914-1945(opens in a new tab)“. კლასიკურ საბჭოთა გამოფენასთან ერთად გამოიფინა სტალინის უდიდესი ნახატების კოლექცია: სტალინი ახალ აეროდრომზე, სტალინი ბავშვებთან ერთად, სტალინი — პირველი თანასწორთა შორის ლენინის სხეულთან ერთად, სტალინი მაქსიმ გორკის სიკვდილისას, სტალინი პარტიისთვის მიმართვისას და ა.შ. მოკლედ: დრომ ხრუშჩოვის 1956 წლის სიტყვამდე გადაინაცვლა.

ჩემი ისტორია — გულაგის დავიწყება

გამოფენაში „ჩემი ისტორია“ დომინირებს სტალინის ციტატები. ერთ პატარა ბნელ კუთხეში მოცემულია გულაგთა ბანაკის მცირე ხედი, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. ხოლო სტალინის სსრკ-ში ბედნიერი ცხოვრების შესახებ ვიდეოს ბევრი მნახველი ჰყავს. დომინირებს ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის ნარატივი. ვიდეო ინტერვიუში რუსი ახალგაზრდები ეხმაურებიან გამოფენას: ახლა მათ გაიგეს სწორი ისტორია. ნაცისტურ გერმანიასთან დადებულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს პოლიტიკურ შედევრად მიიჩნევენ; ამბობენ, რატომ უნდა მოქცეულიყო სსრკ იმის ფონზე, რომ ბევრ ქვეყანას ჰქონდა დადებული აგრესიისგან თავის შეკავების პაქტი ნაცისტურ გერმანიასთან (საკითხი, რომელსაც პუტინიც იმეორებს(opens in a new tab)) და რაში იყო პოლონეთი დამნაშავე. მოქმედებს სიტყვის ბანზე აგდება. გამოფენა ციფრულ ფორმატშია და მარტივად ადაპტირებადია; მან მოიარა მთელი რუსეთი 2013 წლიდან ახლა პერმანენტულად განთავსებულია მოსკოვის საგამოფენო პარკში „VDNKh“(opens in a new tab).

სტალინის გაღმერთების მსგავს ქცევას შევნიშნავთ რუსეთის მთავარ მუზეუმებში, რომლებშიც წარმოდგენილია შეიარაღებული ძალები(opens in a new tab)მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვება(opens in a new tab) ან1930-1950-იანი წლები. თუნდაც ამ პროპაგანდის მიზანი სტალინის სიყვარულის ახალი კულტის ჩამოყალიბება არ იყოს, შედეგი მაინც საოცარია.

მსხვერპლთა სახელების წაკითხვა 29 ოქტომბერს

ალექსანდრა პოლივანოვას ეამაყება, რომ „Memorial“-მა ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა 2007 წლის 29 ოქტომბერს საჯარო შეკრებაზე. ხალხი შეიკრიბა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების წასაკითხად. ძალიან მარტივად, ძალიან ამაღელვებლად. წაიკითხეს მხოლოდ სახელები და გაუჩინარების თარიღები. ცერემონია მოსკოვში(opens in a new tab), სოლოვეცკის ქვის მემორიალთან გაიმართა, რომელიც „Memorial“-მა 1990 წელს აღმართა მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის „NKVD“-ს, მოგვიანებით „KGB“-ს და ამჟამად „FSB“-ს შტაბ-ბინის წინ. ეს თავისთავად ნაპერწკალია მასობრივი რეპრესიების მოსაგონებლად.

COVID-19-ის გამო წელს ცერემონია ონლაინ(opens in a new tab) გაიმართება, როგორც 2020 წელს გაიმართა. 29 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე, ცალკეული პირები შეუერთდებიან მარათონს მათ მიერ შექმნილი ვიდეოებით. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა „Memorial“-ის ვებსაიტზე: https://october29.ru/return-of-the-names(opens in a new tab).
სტატიის ორიგინალი ხელმისაწვდომია EUvsDisinfo-ს ვებგვერდზე. 

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.