„რუსეთის მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიებთან გამკლავება“: EUvsDisinfo-ს რვა წელი

05 ივლისი, 2023

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

მოუსმინეთ ამ სტატიას

0:00 / 24:53

1X

BeyondWords

აღნიშნული სტატია წარმოადგენს EUvsDisinfo-ს 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატიის განახლებულ ვერსიას. თავდაპირველი სტატიის წაკითხვა შესაძლებელია აქ.

ამ სტატიაში ჩვენს მკითხველებს EUvsDisinfo-ს ვებსაიტის შესახებ უცნობ ისტორიებს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ. ჩვენი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გავიარეთ; კერძოდ, ყველაფერი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის 2014 წლის აგრესიით დაიწყო, რასაც მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების რეაქცია და აღმოსავლეთის სტრატკომის სამუშაო ჯგუფის შექმნა. ჩვენ ვისწავლეთ COVID-19-ის კუთხით მიღებული გაკვეთილებიდან, განსაკუთრებით, მისი თანმდევი ინფორმაციული ეპიდემიისგან(opens in a new tab) ისევე, როგორც ჩვენი ძალისხმევისგან რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისას, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის კონტექსტში. დაბოლოს, EUvsDisinfo წარმოადგენს ევროპის კავშირის ფართო სურათის ნაწილს, რომელიც ცდილობს უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) საფრთხეებზე რეაგირებას.

უნიკალური მანდატი

2015 წლის 19-20 მარტს, ევროკავშირის მაშინდელი 28 წევრი ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ. სამიტის გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი, რომლებიც მაშინ მაგიდაზე იდო(opens in a new tab), შემდეგია:

ევროპის კავშირმა გამოხატა დეზინფორმაციის მიმდინარე რუსულ კამპანიებთან გამკლავების საჭიროება და მიიწვია უმაღლესი წარმომადგენელი, წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად, სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მიმდინარე წლის ივნისში.. ამ კუთხით პირველი ნაბიჯია კომუნიკაციის გუნდის დაფუძნება.

ევროპის კავშირის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღებების ერთსულოვანი შეთანხმებით რუსეთი გამოცხადდა დეზინფორმაციის წყაროდ, ხოლო 28 წევრი ქვეყნის მეთაურებმა გადასცეს ძლიერი და უნიკალური მანდატი აღმოსავლეთ სტრატკომის სამუშაო ჯგუფს. მომდევნო წლებში ევროკავშირმა ხელახლა დაამტკიცა მისი მანდატი.

ექსპერტების გუნდი შეიქმნა EEAS-ის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ანალიზის განყოფილებაში, ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში(opens in a new tab). EEAS-ის სტრატეგიული კომუნიკაციების, სამუშაო ჯგუფისა და ინფორმაციის ანალიზის განყოფილების საქმიანობას შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ(opens in a new tab).

უკრაინა — რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე

სანამ პოლიტიკური მანდატის პრაქტიკაში განხორციელების განხილვას შევუდგებით, უმჯობესია, მიმოვიხილოთ აღმოსავლეთ ევროპის იმდროინდელი ვითარება.

2014 წელს, გუნდის შექმნამდე ერთი წლით ადრე, ევროპის კონტინენტზე, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამხედრო ძალები გამოიყენეს მეზობელ ქვეყანაზე შეტევისა და ტერიტორიის დაპყრობისთვის: რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმაც აიღეს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაზე, წამოიწყეს რა ომი, რომელიც გასულ წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაგვირგვინდა. 2014 წლის ივლისში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, ჭურვით ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი (რეისი MH17), რომლის ბორტზეც იყო 298 ადამიანი, მათ შორის, 80 ბავშვი და ნიდერლანდების 196 მოქალაქე.

აღნიშნული მოვლენა არნახულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ მოიცვა. ღია ტყუილები პირდაპირ კრემლიდან ვრცელდებოდა, რამაც ცენტრალური როლი ითამაშა ამ კამპანიაში. კრემლმა ინფორმაციით მანიპულაცია გეოპოლიტიკურ იარაღად აქცია. მისი მიზანი, პირველ რიგში, იყო უკრაინის დესტაბილიზაცია და მისი სუვერენიტეტის ძირის გამოთხრა, რისთვისაც რუსეთი ცდილობდა ეჭვების და დაბნეულობის გაღვივებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

სურათი EUvsDisinfo-ს 2021 წლის სტატიაზე დაყრდნობით: კრემლის დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე

პრო-კრემლისტური დეზინფორმაცია უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ…
რუსული აუდიტორია
წარმოაჩენს
უკრაინას
მტრად
უკრაინული აუდიტორია
ყოფს
და
დესტაბილიზაციას ეწევა
საერთაშორისო აუდიტორია
აკანონებს
რუსეთის
აგრესიას

მოგვიანებით ჩვენ ვიხილეთ, პრო-კრემლისტურმა დეზინფორმაციამ როგორ გაუკვალა გზა რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის, (იხილეთ აქ) აღძრა ადგილობრივი მხარდაჭერა ომში, გამოიწვია მოწოდებები და სიმხეცის გამართლება უკრაინაში. ამავდროულად, პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის ეკოსისტემა უფრო შორს სწვდება გლობალურ აუდიტორიას, იყენებს რა ისეთ თემებს, როგორიცაა საკვების და ენერგო უსაფრთხოება, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის გლობალურ მხარდაჭერას.

დეზინფორმაციაზე რეაგირება: EUvsDisinfo-ს ცოდნის ამაღლების კამპანიები

EUvsDisinfo წარმოადგენს ერთ-ერთი პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ლიდერების მიერ გაცემულ მანდატთან: როგორ უნდა გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?

EUvsDisinfo-ს ვებსაიტი და სოციალური მედიის ანგარიშები ეფუძნება იდეას, რომ დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი[1]) მის შესახებ ცნობიერების ამაღლება. იმის ცოდნა, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი ძალა, რომელიც დეზინფორმაციას იარაღად იყენებს; ძირითადი დეზინფორმაციული ტროპების ცოდნა; მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული ტაქტიკებისა და ტექნიკების ცოდნა; ფაქტის გადამოწმებისა და ინფორმაციის შემოწმების (განსაკუთრებით ონლაინ) საბაზისო პრინციპების ცოდნა უფრო დაცულს გვხდის დეზინფორმაციის მიმართ!

EUvsDisinfo მიზნად ისახავს მდგრადობის გაძლიერებისთვის ძირითად ინსტრუმენტების შეთავაზებას. ჩვენი მასალები ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე, მათ შორის, უკრაინულ ენაზერუმინულ ენაზერუსულ ენაზეგერმანულ ენაზეპოლონურ ენაზეფრანგულ ენაზეიტალიურ ენაზეესპანურ ენაზექართულ ენაზესომხურ ენაზეაზერბაიჯანულ ენაზე და ზოგჯერ ჩინურ ენაზეც.

ამ ინსტრუმენტებს შორის ცენტრალური ადგილი უკავია EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზას — 15 000-ზე მეტი პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის მაგალითების საჯაროდ ხელმისაწვდომ და მზარდ საცავს. მონაცემთა ბაზებში ჩანაწერების შეგროვება იწყება 2015 წლიდან. თითოეული მათგანი წარმოადგენს პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის ცალკეულ მაგალითს — მაგალითად, იმ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელთა კრემლთან დაკავშირება შესაძლებელია მათი ფინანსების, მფლობელობის და მანიპულაციური ქცევების მიხედვით. რადგან მონაცემთა ბაზის გამოყენება დეზინფორმაციის რაოდენობრივად აღსარიცხად შეუძლებელია, ის გთავაზობთ ტენდენციებსა და თემებს, რომლებსაც კრემლი იყენებს მანიპულაციისთვის.

მაგალითად, EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში ნაჩვენებია უკრაინის „ნაცისტურ სახელმწიფოდ“ შერაცხვა კრემლის მიერ, რაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად იქნა გამოყენებული და ხშირად გაისმის პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის ნარატივებში. მონაცემთა ბაზა შეიცავს დაახლოებით 600 ჩანაწერს, რომელიც 2015 წლით თარიღდება და რომელშიც უკრაინა „ნაცისტურ/ფაშისტურ სახელმწიფოდ“ არის მოხსენიებული. ცხადია, „ნაციზმი“ რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი დეზინფორმაციული ნარატივია შემდეგ ნარატივებთან ერთად: „ელიტები ხალხის წინააღმდეგ“, „საფრთხის ქვეშ არსებული ღირებულებები“, „დაკარგული სუვერენიტეტი“, „გარდაუვალი კოლაფსი“ და „ჰაჰაგანდა“. მათ შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მეტს EUvsDisinfo-ს ვებსაიტზე.

პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული ეკოსისტემის მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე EUvsDisinfo წარმოგიდგენთ საჯაროდ ხელმისაწვდომ რამდენიმე პროდუქტს. ესენია:

დეზინფორმაციის მიმოხილვა — ყოველკვირეული საინფორმაციო გზავნილი, რომელიც მოიცავს პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის უახლეს ტენდენციებს. შეგიძლიათ, ყოველ ხუთშაბათს დილას ელექტრონულად გაეცნოთ მას ან გამოიწეროთ აქ.

LEARN განყოფილება ვებსაიტია, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ხელსაწყოებს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მასზე რეაგირებისთვის. EUvsDisinfo-მ მისი გაშვებიდან, 2015 წლიდან, დაახლოებით 4 000 მასალა — სტატიები, ინტერვიუები და ესეები — შექმნა 14 სხვადასხვა ენაზე. ეს დიდძალი ინფორმაციაა! LEARN დაგეხმარებათ დეზინფორმაციის ძირითადი განმარტებებისა და მექანიკის გაგებაში. ის ასევე გთავაზობთ რეაგირების მაგალითებს და დამატებითი ინფორმაციის მიღების გარე რესურსებს.

სტუმრის კონტენტი. დეზინფორმაციასთან გამკლავება საჭიროებს საერთო საზოგადოებრივ მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ცალკეული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები ვერ შეძლებენ. ფაქტების მრავალი გადამმოწმებელი, ჟურნალისტი, მონაცემთა ანალიტიკოსი, think tank და აქტივისტია, რომელთა ნაშრომი ხელს უწყობს საფრთხის გამოვლენას და ჩვენს საზოგადოებას უფრო მდგრადს ხდის. სტუმრის კონტენტში EUvsDisinfo-ზე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ნამუშევრები — უკრაინელი მკვლევრის მიერ გამოძიებული რუსული მიერ ინფორმაციით მანიპულაციის ადაპტაციის მეთოდები თუ საერთაშორისო think tank-ის ხედვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ინფორმაციით მანიპულაციის გამოყენების შესახებ სინძიანში პეკინის პოლიტიკის თაობაზე საერთაშორისო აღქმების ჩამოსაყალიბებლად.

ამასთან, შეგიძლიათ, გაეცნოთ ცალკეული თემებისთვის მიძღვნილ განყოფილებებს, მაგალითად, არჩევნებში ჩარევა, ან აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის კამპანიების ანალიზს ბელარუსისუკრაინის და სხვა სუბიექტების დემოკრატიული ძალების მიერ.

კვლევები და ანგარიშები მესამე მხარის კვლევების, სტატიებისა და ანგარიშების უნიკალური კოლექციაა, რომელიც პრო-კრემლისტურ დეზინფორმაციას ეხება. ჩვენს სივრცეში გაეცნობით ზოგად მიმოხილვას, კრემლის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებსა თუ თითოეული გზავნილის ფართოდ გავრცელების ტექნიკებს.

გაზრდილი საფრთხეები და გაუმჯობესებული რეაგირება

საფრთხის გარემო გამუდმებით ვითარდება, როცა საქმე დეზინფორმაციას ეხება. ამიტომ უნდა გვესმოდეს საფრთხეები და ჩვენი რეაგირება, რათა დეზინფორმაციაც არ წაგვლეკოს.

ჩინეთი — კიდევ ერთი დეზინფორმატორი

ცხადია, რუსეთი არ არის ერთადერთი უცხოური აქტორი, რომელიც დეზინფორმაციასა და ინფორმაციით მანიპულაციას ეწევა (გეო)პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ მომზადებულ ერთიან კომუნიკეში(opens in a new tab), რომელიც 2020 წლის ივნისში გამოიცა, ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ:

გარკვეული მესამე ქვეყნები, განსაკუთრებით, რუსეთი და ჩინეთი, ჩართული არიან აუდიტორიაზე გავლენის მოხდენაში და დეზინფორმაციულ კამპანიებში COVID-19-თან დაკავშირებით ევროკავშირში, მის სამეზობლოში და გლობალურად, რათა ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ დებატს და გამოიწვიოს პოლარიზაცია და გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი COVID-19-ის კონტექსტში.

ჩინეთი ინფორმაციით მანიპულაციისა და დეზინფორმაციის მზარდი აქტორია(opens in a new tab), რომელსაც ტაქტიკების მრავალფეროვანი, რუსული მეთოდებისგან განსხვავებული, არსენალი აქვს. მიუხედავად ამისა, EUvsDisinfo-მ დოკუმენტურად გამოსცა, როგორ იკვეთება რუსული და ჩინური დეზინფორმაციული ქსელები.

ჩინეთის სამთავრობო მედია და ოფიციალური სოციალური მედია არხები აძლიერებენ კრემლის შეთქმულების თეორიებს. აღსანიშნია „ამერიკის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ლაბორატორიები“, რომლებიც, სავარაუდოდ, გარს არტყია რუსეთს და აწარმოებს ბიოლოგიურ იარაღს. ეს ძველი პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივია, რომელიც გაცოცხლდა პანდემიის დროს და უფრო შემდეგაც, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასამართლებლად. რუსეთის ომმა უკრაინაში ჩინური და რუსული დეზინფორმაციის მრავალი თანაკვეთა გამოავლინა — ჩინური აქტორები აძლიერებენ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელშიც უკრაინა წარმოჩენილია, როგორც „ნაცისტური“ სახელმწიფო.

ინფორმაციით მანიპულაციის პრო-კრემლისტური ეკოსისტემა ასევე აძლიერებს ჩინეთის განცხადებებს, რომ რუსეთი უდანაშაულოა უკრაინაში მიმდინარე აგრესიაში — აღნიშნული გამოვლინდა ომის პირველივე დღეებიდან.

რუსული და ჩინური დეზინფორმაციული საქმიანობის ამ და სხვა თანხვედრის შესახებ მასალები ხელმისაწვდომია ჩინეთისთვის დათმობილ განყოფილებაში EUvsDisinfo-ს ვებსაიტზე (EUvsDisinfo-ს ზოგიერთი ტექსტი ხელმისაწვდომია ჩინურ ენაზეც).

ახალი ტერმინები და მონაცემებზე დაყრდნობა

ბევრი ითქვა და დაიწერა ინტერნეტ ტროლების (არსებობს მთელი ქარხნები!) და ბოტების(opens in a new tab), როგორც დეზინფორმაციის გამაძლიერებლებისა და გამავრცელებლების შესახებ. ალბათ, წლების მანძილზე უკეთ(opens in a new tab) ვისწავლეთ მათი გამოვლენა, ან მინიმუმ, მეტი ვიცით მათ შესახებ. თუმცა დღესდღეობით ყველამ უნდა გაითვალისწინოს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკები(opens in a new tab), მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაში.

ცხადია, სიცრუე და მანიპულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ყალბი და შეცდომაში შემყვანი კონტენტით. დეზინფორმაციული გზავნილები შეიძლება იყოს განმეორებადი. თუმცა, მანიპულაციური ქცევა, განსაკუთრებით ონლაინ, მუდმივად ვითარდება. ამიტომაც ჩვენ უნდა გავიხედოთ შეცდომაში შემყვანი და/ან ყალბი კონტენტის მიღმა, რათა ამოვიცნოთ, როგორ იქცევიან დეზინფორმაციული აქტორები.

ჩვენი ნამუშევრების მიმართულება მეტწილად დამოკიდებულია ჩვენ მიერ გამოყენებულ განმარტებებსა და მიდგომებზე. ამიტომაც, ჩვენ დეზინფორმაციას უფრო ფართო მანიპულაციური საქმიანობის ნაწილად განვიხილავთ — კერძოდ, უცხოური ინფორმაციით მანიპულაციად და ჩარევად (FIMI).

უცხოური ინფორმაციით მანიპულაცია და ჩარევა აღნიშნავს მანიპულაციური ქცევის პატერნს საინფორმაციო ველში, რომელიც ემუქრება კონკრეტულ ღირებულებებს, ნორმებსა და პოლიტიკურ პროცესებს. ამგვარი საქმიანობა მანიპულაციურია (ამასთან, ჩვეულებრივ, არალეგალურიც), წარმოებულია საერთაშორისოდ და კოორდინირებულად, ხშირად სხვა ჰიბრიდულ აქტივობებთან ტანდემში. მას, შესაძლოა, თან სდევდეს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები და მათი პროქსები.

დეზინფორმაციის ან ინფორმაციით მანიპულაციის მიმართ მიდგომა ქცევის პერსპექტივიდან, ან დეზინფორმაციის შექმნის, გავრცელების და გაძლიერების პრინციპების ცოდნა მისი ადრეული გამოვლენისა და ანალიზის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული აფართოებს ჩვენი მხრიდან დეზინფორმაციის მუშაობის პრინციპის გაგებას. ის გამოააშკარავებს, როგორ მუშაობს პრო-კრემლისტური დეზინფორმაცია: მაგალითად, ნარატივი, რომ „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ცეცხლი წაუკიდეს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეიქმნა ძველი ვიდეოს გამოყენებით, შემდეგ კი ცირკულირებდა სოციალურ მედიაში (Telegram), სანამ ბელარუსული და რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები აჩვენებდნენ. ან ის დემონსტრირებს, თუ როგორ გახდა რუსეთის დიპლომატიური სამსახურების Twitter-ის ანგარიშები პრო-კრემლისტური დეზინფორმაციული ქსელის განუყოფელი ნაწილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ეს და მსგავსი მიმოხილვები მომზადებულია EEAS-ში მოქმედი შესაბამისი გუნდების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულია დეზინფორმაციის მანიპულაციური ტაქტიკებისა და ტექნიკების გამოვლენაში. აღნიშნული ჯგუფების მიგნებები გვანახებს დეზინფორმაციული ლანდშაფტის სრულ და მკაფიო სურათს და საშუალებას გვაძლევს, მასზე რეაგირების უკეთესი გზები ვიპოვოთ. ისინი ასევე ასახულია EUvsDisinfo-ს ნამუშევრებში და ჩვენს პროდუქტებში, მათ შორის, კვირის დეზინფორმაციის მიმოხილვაში.

ჩვენი მიდგომისა და დეზინფორმაციის აქტორების ქცევითი ასპექტების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნობით FIMI-ს საფრთხეების შესახებ EEAS-ის პირველ ანგარიშში.

დიდი სურათი

EUvsDisinfo შექმნიდანვე (2015 წელი) დეზინფორმაციის, უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირის რეაგირების არსენალს შორის ერთ-ერთი იარაღია. ამჟამად ვითარება განსხვავებულია: EEAS-ის სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფი და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება(opens in a new tab), რომელშიც განთავსებულია EUvsDisinfo, თავის მხრივ, გაიზარდა და განვითარდა წლების მანძილზე და ეხმარება ევროკავშირს, FIMI-ს მრავალ ასპექტის მიმართ რეაგირებაში გლობალურად და მის სამეზობლოში. განყოფილებას, აღმოსავლეთის სტრატკომის სამუშაო ჯგუფის გარდა, ჰყავს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მიმართულია დასავლეთ ბალკანეთისა და შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებისკენ. მოქმედებს, ასევე, ჩინეთთან დაკავშირებულ FIMI საქმიანობისთვის გამოყოფილი მონაცემთა ანალიზის გუნდი და პოლიტიკაზე, სტრატეგიებსა და გლობალურ პრიორიტეტულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი.

მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულაცია და ჩარევა, მათ შორის, დეზინფორმაცია, ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია. მრავალი პოლიტიკური დოკუმენტი, მაგალითად ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმა(opens in a new tab) (2020), ადასტურებს და აძლიერებს ევროკავშირის ვალდებულებას და ძალისხმევას უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, შესაბამისად, აძლიერებს ევროკავშირის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ.

ევროკავშირის პოლიტიკურ დოკუმენტთა შორის, რომელთა აღნიშვნა შეიძლება, არის სტრატეგიული კომპასი (2022)(opens in a new tab) და ევროპული საბჭოს დასკვნები(opens in a new tab) (ივნისი, 2022), რომლებიც გამოხატავს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ რეაგირების ინსტრუმენტთა არსენალის შექმნის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირი მოწოდებულია გააძლიეროს და გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც თავიდან აირიდებს და გაუმკლავდება FIMI-ს, მათ შორის, დეზინფორმაციას. თუმცა რომელი ინსტრუმენტები აქვს ევროკავშირს არსენალში?

ზოგადად, ევროკავშირის ინსტრუმენტები FIMI-ს წინააღმდეგ ოთხ ერთმანეთთან დაკავშირებულ კატეგორიაში კლასიფიცირდება, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებს.

ევროკავშირის ინსტრუმენტთა არსენალი FIMI-ს წინააღმდეგ

დიპლომატიური პასუხი სიტუაციური ცოდნა
ზიანის მიყენება და რეგულირება მდგრადობის გაძლიერება

მათ შორის პირველია სიტუაციური ცოდნა, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ საფრთხეებს, აქტორებსა და მათი მოქმედების სტილს სრულად ვიცნობთ. ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებს, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოებებს, მკვლევრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლა მეტად მნიშვნელოვანია. ამიტომაც შექმნა EEAS-მა FIMI-ს ინფორმაციის გაზიარებისა და ანალიზის ცენტრი(opens in a new tab), რომელიც სხვა არსებული არხების, მაგალითად, სწრაფი შეტყობინების სისტემის(opens in a new tab), კვალდაკვალ არსებობს.

მდგრადობის გაძლიერება ევროკავშირის ძალისხმევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია FIMI-ს წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში. ის მოიცავს ისეთ ზომებს, როგორებისაა ციფრული და მედია განათლების შესახებ ტრენინგები, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, სტრატეგიული კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება. EUvsDisinfo-ს მრავალი აქტივობა განეკუთვნება ამ კატეგორიას!

ზიანის მიყენება და რეგულირება მნიშვნელოვან როლს თამაშობის კერძო სექტორის, მაგალითად, სოციალური მედია კომპანიების მსგავსი ბიზნესების, მობილიზებაში, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა და დარწმუნდნენ, რომ მათი პლატფორმები არ გამოიყენება FIMI-სთვის. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი(opens in a new tab) (DSA) მნიშვნელოვანი გარღვევაა, რადგან ის აწესებს მკაფიო სამართლებრივ ვალდებულებებს ონლაინ და სოციალური მედია პლატფორმებისთვის, რათა თავიდან აიცილოს თავისი სისტემების არასათანადოდ გამოყენება, მათ შორის, დეზინფორმაციისა და არჩევნებში მანიპულაციის რისკები. აღნიშნული რეგულაცია პირველია მსოფლიოში ამ კუთხით.

დაბოლოს, ევროკავშირს, ასევე, თავის არსენალში აქვს დიპლომატიური პასუხი FIMI-სთან გასამკლავებლად; რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამგვარი ინსტრუმენტების მნიშვნელობას — სანქციებს და ასევე საჯარო განცხადებებს, დემარშებს და ა.შ. შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა სწრაფად და ერთსულოვნად შემოიღო სანქციები კრემლის დეზინფორმაციის იარაღების წინააღმდეგSputnik და RT(opens in a new tab) და მოგვიანებით რუსეთის მთავრობის მიერ მართული სხვა(opens in a new tab) მედია საშუალებები: RTR Planeta, Rossiya 24, Rossiya 1, TV Centre International, NTV/NTV Mir, REN TV, Pervyi Kanal. (ყველა მათგანი კარგად არის წარმოდგენილი EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში).

მათი მაუწყებლობა შეიზღუდა ევროკავშირში, სანამ კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ დასრულდება და სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის კამპანიებს. ევროკავშირმა ასევე შეზღუდვები დაუწესა რამდენიმე ცალკეულ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებით მხარს უჭერენ რუსეთის მოქმედებებს და პოლიტიკას, რაც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული სანქციები განსაკუთრებული, მიზნობრივი და დროებითი ზომებია, რომლებიც მიღებულია კონკრეტული, უპრეცედენტო კონტექსტის, რუსეთის უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო.

***

ევროკავშირის არსენალში არსებული ინსტრუმენტები უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ რეაგირებისთვის ერთ ფაქტს უსვამს ხაზს — საერთო მიდგომა მოიცავს მთავრობებს, კერძო ბიზნესმენებსა და საზოგადოებებს. ცალკე მას ვერავინ გაუმკლავდება.

ცნობიერების ამაღლება თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია მთლიან სურათში და EUvsDisinfo თავისი მიზნის ერთგული რჩება. 2022 წელს, როცა რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ, EUvsDisinfo-ს ვებსაიტს 2,7 მილიონი ადამიანი ესტუმრა. მილიონებით მეტი (დაახლოებით 19 მილიონი, უფრო სწორად) დაგვიკავშირდა სოციალური მედიის პლატფორმებზე, მათ შორის, (Facebook(opens in a new tab)-ზე, Twitter(opens in a new tab)-ზე, LinkedIn(opens in a new tab)-სა და Youtube(opens in a new tab)-ზე). წელს შენც შემოგვიერთდები?

იხილეთ აგრეთვე:

EEAS-ის 1-ელი ანგარიში საგარეო ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის საფრთხეების შესახებ: ქსელური თავდაცვის ჩარჩოსთვის

2022 წლის ანგარიში EEAS-ის მიერ FIMI-ს წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობის შესახებ(opens in a new tab)

კითხვა-პასუხი აღმოსავლეთ სტრატკომის სამუშაო ჯგუფის შესახებ(opens in a new tab)

[1] აღმოსავლეთ სტრატკომი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია რამდენიმე ტიპის სამუშაოზე, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს ევროკავშირის კომუნიკაციისა და მედიის გაძლიერებას ევროკავშირის სამეზობლოში, განსაკუთრებულად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „დიდი სურათი“.

სტატიის ორიგინალი ხელმისაწვდომია EUvsDisinfo-ს ვებგვერდზე. 

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.