სტატიის ორიგინალი ხელმისაწვდომია EUvsDisinfo-ს ვებგვერდზე.
დიდი ხანია უკვე, რაც კულტურა რუსეთის ხელში არსებული ინსტრუმენტია მისი იმპერიალისტური ზრახვების იმ ქვეყნებისთვის თავს მოსახვევად, რომლებიც ოკუპირებული აქვს.
„ჩვენი (რუსული) კულტურის ექსპორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე — იმპორტი… ჩვენი ბოლო გამოფენები საზღვარგარეთ კი კულტურული შეტევაა. თუ გნებავთ, „სპეციალური ოპერაციის“ ტიპიც“ — ეს მიხაილ პიოტროვსკის, სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორის, ციტატაა. ინტერვიუში, რომელიც ხელმისაწვდომია რუსულ(opens in a new tab) და ინგლისურ(opens in a new tab) ენებზე, ის მკაფიოდ ამბობს, რომ რუსული კულტურის საზღვარგარეთ არსებობა მისი დომინაციის ინსტრუმენტია. რუსული ხელოვნების გამოფენებს პარიზში ახასიათებენ, როგორც „ბულონის ტყის თავზე მოფრიალე რუსულ დროშას“.
ეს რიტორიკა და დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან არახალია. აქამდეც, საუკუნეების განმავლობაში, ეს ცხადად იკითხებოდა როგორც მთავრობის პოლიტიკასა და კერძო დამოკიდებულებებში, ისე — რუსულ ლიტერატურაში. ამავდროულად, ის ოსტატურად იყო შეზავებული რიტორიკასთან, რომ კულტურა „ემიჯნება პოლიტიკას“ და „სილამაზე სამყაროს იხსნის ბოროტებისგან“. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში, რუსული კულტურა იქცა იმპერიალისტური ზრახვების გავრცელების ინსტრუმენტად, რომელსაც რუსული კოლონიალისტური ამბიციების მსხვერპლ ხალხებსა და ეთნოსებზე იყენებდნენ. ყველაზე ცნობილი რუსი პოეტები, მაგალითად, ლერმონტოვი და პუშკინი, ოსტატურად და დამაჯერებლად აგებდნენ იმპერიალისტურ, კოლონიალისტურ, რუსულ პერსპექტივას კავკასიისა და უკრაინის შესახებ. საკმარისია, ოდნავ ამ კუთხით შევხედოთ რუსულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ ის გაჯერებულია იმპერიალისტური დისკურსით, წაახალისებს დაპყრობისა და ბოროტების რომანტიზებას, მათს შედეგებზე კი სიჩუმეს ამჯობინებს.
განვიხილოთ სტრატეგიები, რომლებსაც რუსეთი უკვე წლები, დეკადები და საუკუნეებია იყენებს ინტელექტუალურ და შემოქმედებით სივრცეში.
რუსეთში (მათ შორის, საბჭოთა დროსაც) ინტელექტუალურ ან შემოქმედებით კარიერაში წარმატების მიღწევისთვის უპირველესი წესია რუსულ ინტელექტუალურ, აკადემიურ, პროფესიულ და სახელოვნებო წრეებთან სიახლოვე. ყველა სხვა ხალხების კულტურა შემცირებულია ეთნოგრაფიის დონეზე და მათი განვითარება შემოსაზღვრული იყო შუშის ჭერით. ამგვარმა მიდგომამ რამდენიმე ხელოვანის ნამუშევრები სადავოც კი გახადა. ისინი სწავლობდნენ და მუშაობდნენ რუსეთის იმპერიაში და მათი ეროვნული იდენტობა, რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო ეს მათთვის, ხშირად ქრებოდა დომინანტურ კონტექსტში, რუსულ ნარატივსა და ენაში. რუსეთის იმპერიის გადასახლების პოლიტიკამ კიდევ უფრო გაართულა ეროვნული იდენტობის გამორკვევა.
მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეტალი: საბჭოთა პასპორტებს ჰქონდა გრაფა „ეროვნება“, რომელიც ეფუძნებოდა „თავისუფალ არჩევანს“, როცა საბჭოთა მოქალაქე 16 წლის ასაკში პირველ ოფიციალურ დოკუმენტს აიღებდა. მაგალითად, ბურიატ-სომეხი წყვილის შვილს შეეძლო, რუსი გამხდარიყო. ამგვარი შემთხვევები იშვიათი ნამდვილად არ იყო. „პასპორტით ებრაელობა“ ბევრ დაბრკოლებას შექმნიდა მომავალში, ხოლო „უკრაინელი ნაციონალისტების“ ოჯახის წევრებს კი უნივერსიტეტებში მოხვედრა უჭირდათ. თუმცა სსრკ თავისუფალი, მოძმე ერების თანასწორუფლებიან საზოგადოებად პოზიციონირებდა, სინამდვილეში, რუსეთი ყოველთვის ტიტულარული ქვეყანა იყო. ამის შედეგია აღქმა, რომ საბჭოთა = რუსეთს.
დამატებით, მთელ მსოფლიოში სლავური კვლევები ყოველთვის რუსეთზე მეტად ფოკუსირებული იყო და სხვა სლავურ ენებს არ ან ძალიან მცირე ყურადღება ექცეოდა. რუსული ლიტერატურა ითარგმნებოდა და მის პოპულარიზაციას ეწეოდნენ, ხოლო ბელარუსული და უკრაინული ლიტერატურა მარგინალიზებული იყო და პან-სლავურ სივრცედ მოიხსენიებოდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამან წარმოშვა ტენდენცია, განსაკუთრებით ევროპის გარეთ, რომლის მიხედვითაც სლავური კულტურა მთლიანად რუსულთან ასოცირდებოდა.
ამგვარი მცდარი აღქმის შესანიშნავი მაგალითია „რუსული ავანგარდი“, რომელიც ისეთ სახელებს მოიცავს, როგორიცაა კაზიმირ მალევიჩი. განთქმული მხატვრის წარმომავლობა „რუსი“ უკვე მრავალმა მუზეუმმა შეცვალა და ახლა მოიხსენიებენ, როგორც „დაბადებული უკრაინაში, პოლონური წარმოშობის მშობლების ოჯახში“(opens in a new tab).
ამ გადახედვაში მოხვდა ედგარ დეგას პასტელით შესრულებული ნამუშევრებიც და 2023 წელს მას მეტროპოლიტენის მუზეუმმა „რუსი მოცეკვავეების“ ნაცვლად უწოდა „მოცეკვავეები უკრაინულ სამოსში“(opens in a new tab), ხოლო ეროვნულმა გალერეამ (ლონდონი) — „უკრაინელი მოცეკვავეები“(opens in a new tab).
დღესდღეობით ცხადია, რომ წარსულში რუსული ეროვნების მატარებელი ხელოვანების წარმომავლობის განსაზღვრა მეტად კომპლექსური საქმეა, ვიდრე უბრალოდ დაბადების ადგილი ან განცხადებული მოქალაქეობა.
2. გააჩუმე და გაანადგურე
მიუხედავად იმისა, რომ მიმიკრია და ასიმილაცია წარმატების შემადგენელი აუცილებელი ელემენტები იყო, ყველა მაინც არ იყო მზად, ეროვნული იდენტობისთვის ეღალატა და შეეწყვიტა თავისთვის მნიშვნელოვანი კონტექსტის შემოქმედებით სამუშაოსა და პროფესიულ ცხოვრებაში გადატანა. ამრიგად, რუსეთის პოლიტიკის განმსაზღვრელები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა, უფრო რადიკალურ ზომებს, იყენებდნენ ამგვარი ხალხის და განსაკუთრებით ჯიუტების გაუვნებლებისთვის.
მე-17-20 საუკუნეებში რუსეთის სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის პოლიტიკა მეტწილად მიმართული იყო „საფრთხის შემცველი ელემენტების“ განადგურებისკენ. უმკაცრესმა შეზღუდვებმა, მაგალითად, „ვალუევის წრედი“(opens in a new tab) (1863) და „ემსის უკაზი“(opens in a new tab) (1876), აკრძალა ეროვნულ ენებზე წერა, გამოქვეყნება და განათლება. დაუმორჩილებლებს ემუქრებოდა სამართლებრივი დევნა, დაპატიმრება და სიკვდილიც კი.
რუსეთის იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებში ცხადად იკითხებოდა მიზანი — ტოტალური რუსიფიკაცია. ამგვარი რუსიფიკაციის შედეგი იყო ის, რომ დიდ ქალაქებში უკრაინულად მოსაუბრეებს თავს ესხმოდნენ. უკრაინულ ენას დამამცირებლად მოიხსენიებდნენ „ხბორების ენად“, თითქოს გლეხების ენა იყო.
უკრაინის ეროვნული, კულტურული წრის განადგურების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მაგალითია 1936-37 წლების რეპრესიები („სისხლიანი რენესანსი(opens in a new tab)“). 1920-იანი და 30-იანი წლების 200-მდე უკრაინულენოვანი პოეტი, მწერალი და ხელოვანი დააპატიმრეს, აწამეს და, უმეტესად, დახვრიტეს ბრალდებით „უკრაინული ბურჟუაზიული ნაციონალიზმი“. თუმცა ბევრი ხელოვანი პირიქით, სოციალისტური და კომუნისტური იდეების ერთგული იყო, ისინი დუმდნენ, თითქოს ძლიერი უკრაინული ხმა რუსულ დომინაციას საფრთხეს შეუქმნიდა.
ბერეზილის თეატრი საბჭოთა უკრაინული, ავანგარდული თეატრი იყო, რომელიც ლეს კურბასმა დააარსა და ფუნქციონირებდა 1922-33 წლებში.
3. მონიშნე ტერიტორია და გაავრცელე კულტურა
ეროვნული კულტურის გაქრობისა და საფუძვლის მომზადების შემდეგ მარტივი გახდა რუსული კულტურის „დიდებულად“ წარმოჩენა. ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში სავალდებულო იყო რუსული ენა და მასწავლებლები სახელფასო დანამატსაც კი იღებდნენ მის სწავლებისთვის. სადოქტორო ნამუშევრების დაცვა, საბჭოთა რესპუბლიკებში, მხოლოდ რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი და პროფესიული ლიტერატურაც მხოლოდ ამ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. რუსული ლიტერატურა ცალკეული, ძირითადი საგანი იყო სასკოლო განათლების გეგმაში, მსოფლიო ლიტერატურა კი — არა. ისტორია დაწერილი იყო და ისწავლებოდა რუსული პერსპექტივით. უცხოური ლიტერატურის ეროვნულ ენებზე თარგმნა შეზღუდული იყო, უცხოური ფილმების დუბლირება მხოლოდ რუსულ ენაზე ხდებოდა. საბჭოთა კინემატოგრაფი და ანიმაციური ფილმები ძირითადად რუსულ ენაზე იყო; ფილმების გმირები კი წარმოადგენდნენ თავიანთ ერებს, მაგრამ საუბრობდნენ აქცენტით და ხშირად სტერეოტიპული სოციალური როლები ჰქონდათ. სსრკ-ის დაშლის შემდეგ და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტამდე რუსული მედიის გავლენა (ახლა უკვე ოფიციალურად) ძლიერი იყო. მოსკოვი შოუ-ბიზნესისა და გართობის ინდუსტრიის ცენტრად ითვლებოდა, სადაც ძალიან დიდი ფული კეთდებოდა და წარმატება გარანტირებული იყო.
რუსული ხელოვანების სახელებით აღნიშნული ქუჩები და ისეთ ადგილებში დადგმული რუსი პოეტების ძეგლები, რომლებთანაც მათ კავშირი არასდროს ჰქონიათ, არაფერია გარდა რუსული კულტურისა და ენის საბჭოთა მოქალაქეებზე დომინაციისა და თავზე მოხვევის პოლიტიკის ნაწილი. სხვა, ლოკალურ კულტურებს კი აღწერდნენ, როგორც „პრიმიტიულს“, „ეთნიკურს“ ან „გლეხურს“ რუსულთან შედარებით.
ამგვარ პოლიტიკას მრავალფეროვანი შედეგები მოჰყვა. ბელარუსის მაგალითზე, სადაც ბელარუსულ ენაზე თითქმის აღარავინ საუბრობს, ვხედავთ, როგორია ტოტალური რუსიფიკაციის შემაძრწუნებელი შედეგი.
4. ამბავი მოუყევი ისე, როგორც გჭირდება
რუსეთი, ძლიერი პროპაგანდისტული მანქანით, ყოველთვის ახერხებდა სიმართლის შემობრუნებას ორუელის სტილში. უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაწყებული ომისა და 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის მთავარი საბაბი „რუსული მოსახლეობის“ დაცვა იყო. „რუსული მოსახლეობის“ განმარტება უკავშირდება რუსულად მოლაპარაკე ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვან უკრაინელთა უდიდესი ნაწილი თავს უკრაინელად თვლის და მსხვერპლია ზემოხსენებული ტოტალური რუსიფიკაციისა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული კულტურის მიმართ დამოკიდებულება ბრუტალური იყო და მიზნად ისახავდა მის განადგურებას. 2014 წელს, დონეცკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა „იზოლაცია“(opens in a new tab) მთლიანად გაანადგურა სახელოვნებო სივრცე. ტერიტორია ციხედ აქციეს და იმ უკრაინელებს ატყვევებდნენ და აწამებდნენ, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ ეგრეთწოდებულ DNR-ს (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა).
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ათასზე მეტი ობიექტი დაზიანდა(opens in a new tab), ბევრი მუზეუმი კი გაიძარცვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწავლება რუსულ ენაზე დაიწყო და გაჯერებულია უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდით. ამავდროულად, ბიბლიოთეკები დაცლილია უკრაინული წიგნებისგან(opens in a new tab) და ქალაქები სავსეა რუსი პოეტების შოვინისტური ციტატების გამომსახველი ბილბორდებით. დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, 2022 წლის მარტში რუსეთის მიერ განზრახ დაბომბილი(opens in a new tab) თეატრის ღობეებს ამშვენებს რუსი მწერლების სახეების ნახატები(opens in a new tab).
„ხერსონი რუსეთის ისტორიული ქალაქია“ — ბილბორდის სათაური, პუშკინის ციტატით. ფოტო გადაღებულია გათავისუფლების შემდეგ.
ცხადია, რუსეთის მიერ დაწყებული ომის კონტექსტში, მიუღებელია რუსული კულტურის გამოყენება გაერთიანების ინსტრუმენტად თუ რაიმე „კარგსა“ და „მშვენიერზე“ ყურადღების გადასატანად, სანამ რუსული არმია ყოველდღე დანაშაულს ჩადის, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხოცავს უკრაინელ ხალხს.
ჰასკა შიანი (Гаська Шиян, დაბადებული 1980 წელს) — უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი და პოეტი. ორი ნოველის ავტორი. მისმა მეორე ნოველამ „მათ მხარს უკან“, რომელიც დაიწერა 2016-17 წლებში და გამოიცა 2019 წელს, მოიგო ევროპის კავშირის პრიზი ლიტერატურაში და უკრაინის ორი ლიტერატურული დაჯილდოება. ეს წიგნი შესულია ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინული ნოველების ასეულში. ჰასკა მუშაობს კომუნიკაციის, კონტენტის წარმოებისა და კულტურის მართვის სფეროში. ის აქტიურად მონაწილეობს უკრაინული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკოლონიზაციისა და გათავისუფლების იდეის პოპულარიზაციაში.