დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლა.
ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს.
პოლიტიკური პოლარიზაცია
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
სასამართლოს ყოვლისმომცველი და ეფექტური რეფორმა
სასამართლოს ყოვლისმომცველი და ეფექტური რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.
ეფექტურობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ამ ორგანოებთან დაკავშირებით ინკლუზიური პროცესით. ძლიერი გამოცდილების დაგროვება კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიებისთვის;
დეოლიგარქიზაცია
დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
ადამიანის უფლებათა დაცვა
ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ამბიციური სტრატეგიის მიღებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიის პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ინციდენტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და მუშაობის თავისუფლების უზრუნველყოფა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
პოლიტიკური პოლარიზაცია
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი
საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება
სასამართლოს ყოვლისმომცველი და ეფექტური რეფორმა
ეფექტურობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
დეოლიგარქიზაცია
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა
ადამიანის უფლებათა დაცვა
9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად
კამპანიის შესახებ
კამპანია “ახლა“ წარმოაჩენს, თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. კამპანიის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებები აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმით შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შვილების მომავლისთვის, ძლიერი ოჯახებისთვის, მოითხოვონ საჭირო რეფორმების გატარება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
რილსები
სტატიები
ახლა!
მიზანთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ევროკავშირი ელის ჩვენს მოქმედებას, მივიყვანოთ საქმე ბოლომდე, ახლა!
ახლა!
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად. ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება.