ალტ ტექსტი

ევორინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია "ახლა"

ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება. კამპანია “ახლა“ წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. ის გვიჩვენებს მაგალითებს, თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს. თუმცა, ამ სიკეთეების მისაღებად საჭიროა მოქმედება ახლა! 

კამპანიაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, მეწარმეები, ექიმები, ჟურნალისტები, ერთი მიზნით ერთიანდებიან -  აჩვენონ ევროპული მომავლისკენ საკუთარი მტკიცე და ურყევი არჩევანი და მოითხოვონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები, აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმით შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შვილების მომავლისთვის, ძლიერი ოჯახებისთვის, მოსთხოვონ ხელისუფლებას ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, არ დაკარგოს დრო და მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით აპრილის თვიდან დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.

ახლა მოქმედების დროა! მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად!

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.