კოალიციამ ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა

06 ივნისი, 2023

6 ივნისს, “კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე მსჯელობას, კრემლის გავლენის სხვადასხვა ვექტორებისა და საქართველოს სახელმწიფოს არსებული (თუ არარსებული) პოლიტიკის ანალიზს დაეთმო.

კონფერენციაზე რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა ინფორმაციის სანდოობის კოალიციის წევრების, პოლიტიკოსების, აკადემიური წრეების, მედიისა და სხვა ექსპერტების მონაწილეობით. კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ მომზადებული კვლევებიც წარადგინეს.

პანელური დისკუსიები შეეხებოდა კრემლის მიერ გავლენის მექანიზმებს - ფულის, კორუფციის და რუსული კაპიტალის გამოყენებას, ასევე, ისტორიის ინსტრუმენტალიზებას, მეხსიერებისა და იდენტობის დამახინჯებას პროპაგანდისტული ნარატივებისთვის. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა საინფორმაციო სივრცეში მავნე ზემოქმედების ეკოსისტემის შეფასებას და არსებული პასუხები, ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებადი გამოწვევების ყოვლისმომცველ გაგებას და განიხილოს ის, თუ რა უნდა გააკეთონ ძირითადმა აქტორებმა მდგრადობისა და ინფორმაციის სანდოობის მისაღწევად.  

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.