ალტ ტექსტი

რუსეთს სურს ომი და არა დასავლეთს

რუსეთს სურს ომი და არადასავლეთს, – სწორედ ასე ქვია კამპანიას, რომელიც აგვისტოს ომის ხსოვნას ეძღვნება. კამპანიის მიზანია, სიმართლე დაუპირისპიროს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, რომ თავად უკრაინაა დამნაშავე მასზე აგრესიაში. აღსანიშნია, რომ  ანალოგიური გზავნილები ისმოდა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზეც. 

კამპანია მეტრო სადგურებში ბანერების განთავსებით დაიწყო, მისი პრეზენტაცია კი პარლამენტის წინ გაიმართა. კოალიციის წარმოამდგენლებმა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდინეს ვიდეორგოლიც, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახების წევრები მოუწოდებენ ყველას, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და არ შეურაცხყონ გმირების ხსოვნა. 

 

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.